ყოველი მოხატული კედელი, დაზიანებული სავარძელი აზიანებს იმ სივრცეს, რომლითაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს, შევინარჩუნოთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო - ბათუმის ავტოტრანსპორტი

30 ივნ 2026

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი საერთო საკუთრებაა. ყოველი მოხატული კედელი, დაზიანებული სავარძელი თუ გატეხილი ინვენტარი აზიანებს იმ სივრცეს, რომლითაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს - აღნიშნულია ბათუმის ავტოტრანსპორტის  განცხადებაში.

ბათუმის ავტოტრანსპორტი მოუწოდებს მოსახლეობას ერთად შევინარჩუნოთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო თითოეული მგზავრისთვის.

"სუფთა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი საერთო საკუთრებაა. ყოველი მოხატული კედელი, დაზიანებული სავარძელი თუ გატეხილი ინვენტარი აზიანებს იმ სივრცეს, რომლითაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს

ვანდალიზმი მხოლოდ ქონების დაზიანება არ არის - ის იწვევს დამატებით ფინანსურ ხარჯებს, აფერხებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულ აღდგენას, ამცირებს მგზავრთა კომფორტსა და უსაფრთხოებას, უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხზე.

მოვუფრთხილდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს!

ერთად შევინარჩუნოთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო თითოეული მგზავრისთვის.

გახსოვდეთ: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა"- აღნიშნულია ბათუმის ავტოტრანსპორტის განცხადებაში.

ფოტო გალერეა