30 ივნ 2026
რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად აგენტურის შიგნით არის კონკურენცია, ისინი ცდილობენ უფრო მეტად მოაწონონ საკუთარი თავი პატრონებს, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გარშემოც წარიმართება ეს დაპირისპირება.
„ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული ამაზე. რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით.
„ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში. ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ეს პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მეტყველებს ამაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.