29 ივნ 2026
თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიება რეგიონული შეხვედრების ციკლს აჯამებს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეხვდნენ.
კონფერენციის ფარგლებში განიხილება რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები, ახალგაზრდების მიერ დასმული საკითხები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.