დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში - პრემიერი

29 ივნ 2026

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან  შეხვედრით დაიწყო.

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩემი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან  შეხვედრით დაიწყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში“, – აღნიშნავს პრემიერი.