საქართველოს პირველობა კონტაქტურ კარატეში

29 ივნ 2026

26-27 ივნისს თბილისმა კონტაქტურ კარატეში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და ქალაქების ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრება 10-15 წლამდე სპორტსმენთა შორის, 26 წონით კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირზე, რომელშიც 200-ზე მეტი მებრძოლი მონაწილეობდა, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა გუნდმა, რომელმაც საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 58 მედალი მოიპოვა. ამათგან 18 ოქროს, 17 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალია.

დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან ცინცაძის თქმით, მათ მიერ ბოლო 10 დღეში ჩატარებულმა აჭარის ნაკრები გუნდის ზედიზედ სამმა ტურნირმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ჩვენი რეგიონის სპორტსმენების წარმატებაც სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.