29 ივნ 2026
ბათუმში მყოფი BONEY M MEMORIES ჯგუფის წევრები ახალგაზრდა ტალანტებს შეხვდნენ.
ბენდის ორი სოლისტი _ ჩერი კამერონი და სისი ფოსტერი საბავშვო მუსიკალურ სტუდიებში იმყოფებოდნენ. ბრიტანული ბენდის წევრებმა, რომლებსაც საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ ერთგვარი მასტერკლასიც ჩაატარეს.
მათ დღეს ბათუმელ მოზარდებს მოუსმინეს, ასევე გაეცნენ სტუდიების რეპერტუარსა და ბავშვებს პროფესიული რჩევებიც მისცეს. ორგანიზატორების განცხადებით, დაგეგმილია ქართულ-ბრიტანული კოლაბორაცია და ბათუმელ მუსიკოსთან ერთობლივი მუსიკალური ნომრის ჩაწერა.
BONEY M MEMORIES ტრივიუტი ბენდია, რომელიც ლეგენდარული დისკო-ჯგუფის რეპერტუარს წლებია ასრულებს, მათი მუსიკალური ქავერები კი პოპულარულია ქართველი მსმენელისთვისაც.