29 ივნ 2026
აჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა. ტრენინგების ბოლო ეტაპი ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებს ჩაუტარდათ. სწავლების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა.
ტრენინგები 11 მაისს ქედიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გრძელდება სერვისის ასამაღლებელი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება მიმდინარეობს, ხოლო დასასრულს უახლოვდება დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდა ბარმენებს, მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსაც.