29 ივნ 2026
ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ,,ტავ ჯორჯია'' მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ.
Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით, მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმში ავიაკომპანიამ პირველი რეისით, 182 მგზავრი ჩამოიყვანა, ბათუმი-კიშინაუს რეისზე კი 161 მგზავრი იყო, რაც აღნიშნულ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Flyone კიშინაუ-ბათუმი-კიშინაუს საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. ამ ეტაპზე ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათს სრულდება, 14 ივლისიდან კი ემატება ოთხშაბათიც.