29 ივნ 2026
საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი უელსთან გამართეს და ერთი ქულის სხვაობით - 24:25 დამარცხდნენ.
საქართველომ უელსს 4 ლელო გაუტანა და ბოლო შეტევა ლელოთი რომ დაესრულებინა, გამარჯვებასაც მოიპოვებდა, თუმცა მეტოქემ ქართველ მორაგბეებს ამის საშუალება არ მისცა და მინიმალური სხვაობით, 25:24 გაიმარჯვა.
ქართველთაგან ლელოები მიხეილ შიოშვილმა ორი, და გაბრიელ რაზმაძემ გაიტანეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ერთიც საჯარიმო ლელო მიითვალეს.
მსოფლიო თასზე მეორე ტურის მატჩები 2 ივლისს გაიმართება, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის თანატოლთა ნაკრებს შეხვდება – მატჩი „ავჭალის“ სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება.