29 ივნ 2026
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის ნაკრები დაამარცხა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველ პერიოდში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც გადამწყვეტი გამოდგა, რადგან შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საქართველომ მეტოქე 10 ქულის სხვაობით - 87:77 დაამარცხა.
გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი მარკის რიდს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა, - 17 ქულა და 8 მოხსნა იყო გოგა ბითაძის ანგარიშზე. დუდა სანაძემ გუნდს 12 ქულა შესძინა, რატი ანდრონიკაშვილმა და ბექა ბურჯანაძემ 11-11 ქულა. საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა.
2 ივლისს, უკრაინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩია, რომელიც რიგაში გაიმართება. 5 ივლისს კი საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს.