კანადა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მერვედფინალისტია

29 ივნ 2026

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლას 32 ნაკრები აგრძელებს. მეთექვსმეტედ ფინალის პირველი მატჩი ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ კანადასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართა და კანადელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სტივენ ეუშტაკიომ გაიტანა და კანადა მერვედფინალში გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის გამარჯვებული იქნება.