„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ - სპექტაკლის პრემიერა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

29 ივნ 2026

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ - გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით, ხელვაჩაურში სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. 

თეატრალურ წარმოდგენაში როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსახიობები მონაწილეობდნენ. სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ ცინცქილაძეა, რომელიც სპექტაკლში ერთ-ერთი გმირის როლსაც ასრულებს.  

რეჟისორისა და მსახიობის ინფორმაციით, ამ სპექტაკლით საფუძველი ეყრება ხელვაჩაურის თეატრის ჩამოყალიბებას. სპექტაკლი  აჭარის კულტურის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მერიის მხარდაჭერით დაიდგა.