,,თბილისი პიანო ფესტი 2026“ დასრულდა

29 ივნ 2026

,,თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა.

ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი შესრულდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ფესტივალი წელს მეშვიდედ ჩატარდა. 

ორი კვირის განმავლობაში თბილისმა კლასიკური მუსიკის არა ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს უმასპინძლა, მათ შორის: პოლ ლუისს, ციპრიენ კაცარისს, ალექსეი ვოლოდინს, ედიტ პენიას, კონსტანტინ ლიფშიცს, ნიკოლოზ ნამორაძეს, ანდრიუს ჟლაბისსა და სიმონ გრაიშს.