29 ივნ 2026
დრონით გადაღებულმა კადრებზე ვენესუელის საპორტო ქალაქ ლა გუაირაში ნგრევის მასშტაბებია ასახული. ქალაქი, რომელიც კარაკასიდან ჩრდილოეთით 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ათობით შენობა და სახლი მიწასთან არის გასწორებული. გასულ ოთხშაბათს მომხდარი ორმაგი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1500-ს მიაღწია.
ვენესუელაში მრავალი ქვეყნიდან მაშველთა ბრიგადებია ჩასული, რომლებიც ადგილობრივებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ეხმარებიან. მაშველებმა გასული დღეების განმავლობაში ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილი გამოიყვანეს. ათობით ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბოს.