სერბეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელისუფლებო ცვლილებებს მოითხოვენ

29 ივნ 2026

სერბეთის ქალაქ კრალევოში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს და   გზას გაუხსნის ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს.  მომიტინგეები სკეპტიკურად უყურებენ ვუჩიჩის განცხადებას.

მომიტინგეთა ნაწილი ამას  თამაშს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ვუჩიჩი ხელისუფლებაში დარჩება, დანარჩენი კი ამბობს, რომ ცვლილებები არ მოხდებოდა მანამ, სანამ მთელი სამთავრობო სისტემა არ შეიცვლება.

ვუჩიჩის, რომელიც 12 წელია ხან პრემიერ-მინისტრის და ხანაც პრეზიდენტის რანგში ხელისუფლებაში რჩება, ყველაზე დიდი გამოწვევა თვეების განმავლობაში სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციებია, რომლებიც 2024 წლის ბოლოს ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომიტინგეები ვუჩიჩის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.

ინციდენტის შემდეგ დაწყებული  მასობრივი პროტესტი  სერბეთში 2000 წელს სლობოდან მილოშევიჩის დამხობის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო. ვუჩიჩი უარყოფს კორუფციაში ბრალდებას.