რუსეთის გეგმებში არ შედის „კიევის რეჟიმის გადარჩენა“ - პუტინი

29 ივნ 2026

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  უკრაინამ შესთავაზა შორ მანძილზე დარტყმების ორმხრივი შეწყვეტა, როგორც მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი. მოსკოვი ამ წინადადებას რუსეთის მიერ სამხედრო კამპანიის ფარგლებში ოთხი რეგიონის სრულად დაკავების მიზნიდან ყურადღების გადატანის მცდელობად მიიჩნევს.

„გასაგებია, თუ რატომ კეთდება ეს წინადადება, რადგან ჩვენი კონტრდარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად გაცილებით ძლიერია, უფრო დიდი გავლენა აქვს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უფრო დამანგრეველია“, - განუცხადა პუტინმა რუსულ ტელევიზიას. მისი თქმით, რუსეთის გეგმებში არ შედის  კიევის რეჟიმის გადარჩენა.  

უკრაინული თავდასხმები მიზნად ისახავს ჩვენი ყურადღებისა და ძალების გადატანას მთავარი მიზნების - დონბასისა და ნოვოროსიის სრული განთავისუფლების მიღწევისგან, რაც დონბასის ორ რეგიონსა და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებს გულისხმობს - აცხადებს პუტინი.