ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები

29 ივნ 2026

ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები 40 ატას 900 ჰექტარ  ფართობზე დასრულდა.   

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ინვენტარიზაციის  შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება.

 სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.