29 ივნ 2026
შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა მეუფე სპირიდონმა გააცნო.
უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.