შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

29 ივნ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები განადგურდა.  

შსს-ის ინფორმაციით, პროცესი მოქმედი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით ჩატარდა, რომელშიც გენერალური პროკურატურისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.