29 ივნ 2026
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე და საზოგადოებრივ საკითხებზე.
ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.
სარჩელს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონდამრღვევებს უწოდებს.
მისი განცხადებით ისინი არ ემორჩიელებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგანაც აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რომელმაც არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, თუმცა გადაწყვეტილება არ გაითვალისწინეს.