საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს

29 ივნ 2026

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაში შავი ზღვის რეგიონის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების დელეგაციები მონაწილეობენ.

ასამბლეის ფარგლებში დღეს ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართება, სადაც განიხილავენ ორგანიზაციის საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. გენერალური ასამბლეის ოფიციალური სხდომები კი მომდევნო დღეებში გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც ღონისძიების მონაწილეების თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და პრიორიტეტული საკითხების დღის წესრიგში წარმოსაჩენად.