რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

29 ივნ 2026

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. საღამოზე შესრულდა ცნობილი ნაწარმოებები, კინომუსიკა ასევე სიმღერა თბილისზე. 

ცნობილი კომპოზიტორი გაიხსენეს და მისი სიმღერები შეასრულეს თამარ გვერდწითელმა, ნუკრი კაპანაძემ, მაია ჯაბუამ, სოფო ხალვაშმა, თამთა ხუხუნაიშვილმა. კონცერტში  მონაწილეობდა ანსამბლი “ალილო”, თეატრალური კვარტეტი და ანსამბლი ბათუმი.

საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი იყო. მასთან ერთად საღამოს მუსიკალურად აფორმებდა საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი. ეს იყო დასკვნითი კონცერტი, რომელიც პროექტის ბათუმი „საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026“ ფარგლებში გაიმართა. 

ბათუმს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა კულტურის საპატიო დედაქალაქის სტატუსი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.