28 ივნ 2026
ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ხვალ, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 10:00-დან 18:00 საათამდე, აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
• ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის ნაწილს;
• კობალაძის ქუჩის ნაწილს;
• ინასარიძის ქუჩის ნაწილს;
• ნინოშვილის ქუჩის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებს.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.