საფრანგეთში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

28 ივნ 2026

საფრანგეთის ქალაქ ტომბლენში სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავს პარაშუტისტები გადაჰყავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაიღუპა პილოტი და 10 მგზავრი, მათ შორის არიან სტუდენტებიც. მედიის ცნობით, თვითმფრინავს პარაშუტისტების სკოლა იყენებდა, რომელიც ნენსი-ესის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.