ისრაელის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

28 ივნ 2026

ისრაელის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი შეუერთდა 32 ქვეყანას, რომლებმაც შეასრულეს მორალური ვალი ისტორიული ჭეშტმარიტების აღიარებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ არასდროს არის გვიანი, სწორად მოქმედება.

გიდეონ საარის თქმით, ოსმალეთის იმპერიამ სომეხი ხალხის განადგურების მიზნით სისტემატურად ჩაიდინა ისეთი დანაშაულები, რომლებიც გენოციდს უტოლდება. დაამატა, რომ ებრაელების მორალური ვალდებულებაა, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.