რუსეთის იერიში ზაპოროჟიეზე - არის მსხვერპლი

28 ივნ 2026

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იერიში ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე განხორციელდა.

ივან ფედოროვის თქმით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.