აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის რიგით მეცხრე კონფერენცია

28 ივნ 2026

აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის რიგით მეცხრე კონფერენცია იმართება ბათუმში. ღონისძიება ასოციაციის დაარსებიდან ოცდამეათე წლისთავს ეძღვნება.

შეხვედრის მონაწილეები აფთიაქების, ფარმაცევტული კომპანიებისა და ამ პროფილის სასწავლებლების წარმომადგენლები არიან. დღის წესრიგში იყო ასოციაციის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის წარდგენა. ორგანიზატორებმა ასევე ისაუბრეს გამოწვევებზეც.

პრობლემებს შორის დასახელდა მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი და ფასების პოლიტიკა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია რეგულაციების მიღებამდე სახელმწიფოსა და ასოციაციების აქტიური თანამშრომლობა.