28 ივნ 2026
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაზიანდა კრასნოდარის მხარეში მდებარე „სლავიანსკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს. ასევე დაზიანდა იაროსლავის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის თითოეული შორ მანძილზე მოქმედი „სანქცია, რუსეთის ომის მანქანისთვის საჭირო რესურსების შემცირებასა და მშვიდობისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.