სამედიცინო კონფერენცია ბათუმში

28 ივნ 2026

სამედიცინო კონფერენცია ბათუმში -  ტრენინგი საშვილოსნოს ყელის დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს ეხება.

შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა რეგიონის კლინიკებში დასაქმებული მეან-გინეკოლოგები არიან. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს კოლპოსკოპიიის ფედერაცია. მათი განცხადებით, კონფერენციის მიზანია მედიკოსების უწყვეტი განათლების ხელშეწყობა, თანამდროვე გაიდლაინების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა.

კონფერენცია გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.