სამედიცინო აქცია დევნილებისთვის

28 ივნ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები თბილისიდან მოწვეულმა სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა ჩაატარეს. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტებიც გაიცა.

დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უფასო სამედიცინო აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება.