საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა დუბროვნიკის ფორუმზე

28 ივნ 2026

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებები და საქართველოს მნიშვნელობა დაკავშირებადობის მიმართულებით - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ხედვებზე ისაუბრა. მინისტრმა ისაუბრა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს შეეხო და ბოლო წლების განმავლობაში ბრიუსელის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, უსამართლო უწოდა.