28 ივნ 2026
ბათუმმა კადეტთა შორის მსოფლიო თასს უმასპინძლა. საერთაშორისო ტურნირი 15–27 ივნისს გაიმართა და მასში მსოფლიოს 67 ქვეყნიდან 700-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე 75 ქართველი მოზარდი ასპარეზობდა. შეჯიბრება ექვს დამოუკიდებელ ტურნირად გოგონებსა და ვაჟებს შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად გაიმართა. მსოფლიო თასის ფარგლებში ახალგაზრდა მოჭადრაკეები ერთმანეთს ასაკობრივ კატეგორიებში მსოფლიო თასის ტიტულისთვის ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.