აჭარის ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში

28 ივნ 2026

ბათუმში აჭარის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს ჩერლიდინგში. ასპარეზობაში როგორც ადგილობრივი ასევე სომხეთის, ლატვიის, თურქეთის  გუნდები და სოლო გამომსვლელები მონაწილეობენ.  მონაწილეებმა ჟიურის წინაშე სხვადასხვა ნომერი შეასრულეს.  

ჩემპიონატი წელს მეხუთედ ტარდება, მისი  მიზანი ახალგაზრდებში ამ მიმდინარეობის პოპულარიზაციაა. ორდღიანი აქტივობა ხვალ დაიხურება. ჩერლიდინგის ღია ჩემპიონატის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტი.