საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აერობიკაში

28 ივნ 2026

მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში აჭარის ღია ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა სპორტულ აერობიკაში. მსაჯებმა მონაწილეები შეაფასეს, როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ პროგრამაში.  

მონაწილეთა ასაკი იყო სხვადასხვა. აღნიშნულ ჩემპიონატში გამოვლენილი წარმატებული სპორტსმენები უახლოეს მომავალში საერთაშორისო ტურნირებზე გაემგზავრებიან.

ჩემპიონატის მხარდამჭერები საქართველოს ტანვარჯიშის სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, საქართველოს სპორტის სამინისტრო და აჭარის ჩერლიდინგის რეგიონალური ფედერაცია იყვნენ.