„გზა, სახელად ადამიანი“ - თამთა დარჩიას გამოფენა

28 ივნ 2026

„გზა, სახელად ადამიანი“ - ბათუმელი მხატვარის თამთა დარჩიას სოლო გამოფენას „გალერეა ჩიგოგიძე“ მასპინძლობს. საზოგადოება თამთა დარჩიას, როგორც თანამედროვე , მხატვარ გრაფიკოსს იცნობს, რომელმაც განათლება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის აკადემიაში მიიღო.

ეს ავტორის მესამე პერსონალური გამოფენაა. მხატვარი მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში და სხვა ქვეყნებში.