სახელოვნებო სივრცეების რემოდელირება გრძელდება

28 ივნ 2026

ახალი სასწავლო წლიდან აჭარის 30 საჯარო სკოლაში განახლებული სახელოვნებო სივრცე იფუნქციონირებს. პროექტი გულისხმობს სახელოვნებო სივრცისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობას, თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას, სახვითი და გამოყენებითი რესურსებით უზრუნველყოფას.

სახელოვნებო სივრცეების რემოდელირების  პროექტს სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, მოსწავლის ინტერესების  და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული  შემოწმედებითი გარემოს შექმნაა.

სახელოვნებო სივრცების განმახორციელებელი სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს  აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა.   

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ სივრცეების არსებობა ხელს შეუწყობს ახლგაზრდებში, როგორც თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების შესწავლას, ასევე, ტრადიციული დარგების შენარჩუნება-პოპულარიზაციას.