28 ივნ 2026
აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე, საველე წვრთნები, საბრძოლო სროლებით დაასრულა.
სწავლებაში ინტეგრირებული იყო სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც სამიზნეების აღმოჩენა, მონაცემთა დამუშავება, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება და საცეცხლე ამოცანების ეფექტიანი შესრულება უზრუნველყო.
სიტუაციური სწავლება ორფოლოს სასროლეთზე ჩაატარა. ბატალიონმა განახორციელა თავდაცვითი ოპერაცია და დაამარცხა პირობითი მოწინააღმდეგე. ბატალიონს მხარს უჭერდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, საინჟინრო და ტანკსაწინააღმდეგო ელემენტები, დაზვერვის ჯგუფი.
სწავლება დრონების გამოყენებით ჩატარდა.