აშშ და ირანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

28 ივნ 2026

აშშ და ირანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მითითებით ირანის მხრიდან აგრესიის გაგრძელების საპასუხოდ, ირანში სამიზნეებზე დამატებითი დარტყმები განახორციელეს. უწყების ცნობით, თვითმფრინავემა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებს შეუტიეს.

თავის მხრივ, საპასუხო დარტყმები განახორციელა ირანულმა მხარემ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.