28 ივნ 2026
გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდი დაფიქსრიდა. გერმანიაში ჰაერის ტემპერატურამ 41,5 გრადუსს მიაღწია. ძლიერი სიცხის გამო ბერლინის პოლიციამ ქალაქში ადამიანების გასაგრილებლად წყლის ჭავლის ორი მანქანა გამოიყენა.
რეკორდული ტემპერატურა 40.8 დაფიქსირდა ჩეხეთშიც. ბოლოს 150 წლის განმავლობაში დანიაში გუშინ ყველაზე ცხელი დღე იყო. მაღალ ტემპერატურას მსხვერპლი მოჰყვა საფრანგეთში, ასევე შეფერხებულია რკინიგზის მომსახურება, შეჩერებულია სკოლების მუშაობაც.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა იტალიის 18 ქალაქში სიცხის გამო. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სიცხის ტალღას შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.
ამჟამად ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს უწევს 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ცხოვრება.