ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა

28 ივნ 2026

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით დაშავებულია 3200-ზე მეტი პირი.

ხორხე როდრიგესის თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რაოდენობამ 55 ათასს გადააჭარბა.

ქვეყანაში დამატებით უცხოური სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ და სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობენ. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ასობით ადამიანი რჩება.