ამერიკა ფარას კანონის გამკაცრებას გეგმავს - პოლიტიკური შეფასებები

27 ივნ 2026

ამერიკა ფარას კანონის გამკაცრებას გეგმავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.

ცვლილების მიხედვით, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის არსებული ხარვეზების აღმოფხვრა უნდა მოხდეს, რომლებიც უცხოელი მოწინააღმდეგეების არარეგისტრირებულ აგენტებს აშშ-ში ლობისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას აძლევს.

კანონპროექტი საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ადასტურებს უცხოური გავლენებისა და გაუმჭვირვალე ფინანსური ნაკადების კონტროლის მნიშვნელობას. მათი თქმით, საქართველოშიც სწორედ ამის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, თუმცა მაშინ ამას კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციის ნაწილი კი ამტკიცებს, რომ აშშ-ის FARA-ს საქართველოს კანონთან შედარება არასწორია: მათი შეფასებით, ამერიკული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება, ხოლო საქართველოში მიღებული კანონი ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვის ინსტრუმენტია.