რუსული ძალების მიერ სუმის ოლქზე განხორციელებული იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია

27 ივნ 2026

რუსული ძალების მიერ სუმის ოლქზე განხორციელებული იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დარტყმის სამიზნე ქალაქის საცხოვრებელი უბანი იყო.

გვიან ღამით თავდასხმა განხორციელდა ასევე ზაპოროჟიეში, სადაც მრავალსართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა და დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება. ხარკოვის ოლქში დრონებით განხორციელებული თავასხისას ორი ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 129 დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინულმა მხარემ 113 გაანეიტრალა.