პატრიარქი ხვალ აბიტურიენტებს დალოცავს

27 ივნ 2026

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III 28 ივნისს აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

"ხვალ, 2026 წლის 28 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

 

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

 

წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აბიტურიენტებს დალოცავს", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ იფორმაციაში.