„რჩეული თაობა“ - წიგნის პრეზენტაცია

27 ივნ 2026

„რჩეული თაობა“ - ასე ჰქვია ზაზა ფირცხალაიშვილის წიგნს რომლის მეორე ტომის პრეზენტაციაც დღეს ბათუმში გაიმართა. იგი 365 ბავშვის ისტორიას აერთიანებს. 

პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება, ბეჭდურთან ერთად ისტორიები გადმოცემულია ვიდეო ფორმატითაც. პრეზენტაციები სხვადასხვა ქალაქშია დაგეგმილი.

პროექტის მიზანი ბავშვებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.