27 ივნ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მთავრობის მეთაურმა ბავშვებს სადილზე უმასპინძლა.
ბავშებთან შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ.
ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში. 4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს - ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან.