27 ივნ 2026
„ ოპოზიციის ალიანსი“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ალიანსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას„ აკისრებს.
განცხადებაში წერია, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მათი მოთხოვნა ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ „ კოალიცია ცვლილების“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის შეფასების ნაცვლად ბრიფინგებით საუბარი „აბსურდის თეატრია“.
პატარიძე აღნიშნავს, რომ საქმის ნაცვლად საჯარო განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება „სხვა ნაბიჯები“ გადადგას, თუმცა ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ინტერესებს იცავს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებასაც გამოეხმაურა.
პატარიძის თქმით მაკა იოსელიანთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა მისი თქმით იოსელიანმა საამისოდ დრო ვერ გამონახა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობას სამსახური და პირადად დირექტორი ადევნებს თვალს.