ენმ-ში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადებიან

27 ივნ 2026

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ფონზე ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადებიან.

პარტიაში აცხადებენ, რომ პროცესი დემოკრატიული პრინციპებით წარიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებას დელეგატები მიიღებენ. პარალელურად, პარტიის ლიდერები მიმდინარე დაპირისპირებაზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება. 

როგორც ცნობილია, თავმჯდომარეობის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი მხარს ნანუკა ჟორჟოლიანს უჭერს, ანა წითლიძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭოზე, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურაც დააყენოს. ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ მმართველ გუნდში.