27 ივნ 2026
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
პროფესიული დღე თანამშრომლებს ასევე მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ. დღესვე სამსახურის წარმატებული თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, ხოლო თანამშრომლების პროფესიონალიზმი სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.