27 ივნ 2026
„კავკასიის არწივი 2026“ - მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება დასრულდა.
გაიმართა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების დასრულების ცერემონიალიც. სწავლებაში მონაწილეებს სიტყვით საქართველოსა და უცხოეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიმართეს.
სამი ქვეყნის ერთობლივი პრაქტიკული სწავლებები ბოლნისში, სპეციალური ოპრაციების სრდლობის საპარაშუტე მომზადების სკოლასა და მუხროვანში მიმდინარეობდა, სადაც პირობით ობიექტზე კომბინირებული რეიდები განხორცილდა, საცეცხლე მხარდაჭერით მოიერიშე ჯგუფებმა განახორციელეს შენობის წმენდა, საინჟინრო აფეთქება და მოწინააღმდეგის განეიტრალება.
სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. შემდეგ წელს სწავლებას აზერბაიჯანი უმასპინძლებს.