27 ივნ 2026
ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეხვედრისა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნით შერჩეულმა ექიმმა ელენე ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.
მას შესთავაზეს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები. შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.